უცხო ენების თბილისის ცენტრალური სკოლა  22 წელი  აგროვებდა იმ წარმატების რესურსებს, რითაც  მსოფლიოს საუკეთესო სკოლათა რიგში იდგა. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სკოლა შეიქმნა, საქართველოში უამრავ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემასთან ერთად, შეიძლება ითქვას, განათლების სფერო საერთოდ აღარ არსებობდა. არ იყო დაარსებული ბრიტანეთის და ამერიკული საბჭოები, არ იყო ენის სასწავლო პროგრამები, მაგრამ იყო დიდი მოთხოვნა ინგლისური ენისა და კომპიუტერის შესწავლაზე.

თუ არა მთელი პედაგოგიური კოლექტივის თავდადებული შრომისმოყვარეობა, ენთუზიაზმი და უდიდესი სურვილი, რომ შეექმნათ თანამედროვე სტანდარტების მქონე ენის სკოლა; თუ არა მიზანი იმისა, რომ ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობა ჩაერთოთ ევროპისა და აშშ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესში, ალბათ ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა პოსტსაბჭოთა არეალისთვის სრულიად უცხო სწავლების დანერგვა და ენის სკოლის შექმნა.

დღეს "თისიესი" დიდი  ბრიტანეთის “კაპლანის საერთაშორისო კოლეჯების” ოფიციალური პარტნიორი სკოლაა.

"თისიესი" არის ბრიტანეთის საბჭოს პარტნიორი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში                             

ჩვენს სკოლაში წლების მანძილზე სწავლობდნენ და ენის ცოდნას იმაღლებდნენ დიდ ბრიტანეთის, აშშ-ს, ირანის საელჩოების, გაეროს, ეუთო მისიის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები.

2011 წელს მოხდა ჩვენი სკოლის რეორგანიზაცია შეიქნა კომფორტული და თანამედროვე ტექნიკით აეჭურვილი სასწავლებელი, უახლესი ბრიტანული და ამერკული პროგრამებით აღსავსე ბიბლიოთეკით. ცენტრში არის მშვიდი და საქმიანი გარემო, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ უმაღლესი განათლება.

  

  

„თისიესის“ წარმატების გარანტი უმაღლესი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმით გამორჩეული პედაგოგები არიან, რომლებიც ფლობენ მეთოდური კვალიფიკაციის საერთაშორისო სერთიფიკატებს, გავლილი აქვთ საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული ტრენინგები.

  რატომ უნდა ისწავლოთ "თისიესში"

  • კვალიფიციური გამოცდილი პედაგოგები
  • ხელმისაწვდომი ფასები
  • ცენტრალური ადგილმდებარეობა და სრულყოფილისასწავლო გარემო
  • მოსწავლის დროის ეკონომია რამდენიმე საგნის ერთ ადგილზე სწავლების საშუალებით
  • სასწავლო პროცესთან ინტეგრირებული
  • ტესტური ტრენინგი
  •  ბრიტანული და ამერიკული საერთაშორისო სერთიფიკატები ინგლისურ ენაში:                                                                                                    
  • FCE (B2), CAE (C1), CPE (C2), IELTS, TOEFL, SAT
  • ფასდაკლება ერთდროულად რამდენიმე საგნის არჩევის შემთხვევაში

 

ჩვენი ყოფილი სტუდენტები არიან დღეს უკვე ცნობილი

პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები. 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სკოლაში!

 

კემბრიჯ ESOL-ის გლობალურ ქსელში შემავალი ენის სკოლები და სასწავლო ცენტრები. საქართველოდან TCS

2011 წლის 9 დეკემბერს ჩატარდა ფოტოკონკურსი კემბრიჯის ყოველწლიურ ჟურნალ "Cambridge ESOL Annual Review" -ისთვის. გამარჯვებული სკოლის სურათი მთელი წლის განმავლობაში იქნება განთავსებული ჟურნალში. ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო კემბრიჯის ESOL -ის გლობალურ ქსელში შემავალმა ენის სკოლებმა და სასწავლო ცენტრებმა. მათ შორის იყო ჩვენი სკოლაც და გაიმარჯვა.

 

WE BUILD LEARNING                  Member Of the British Council Exams Partnership Programme    "Addvantage"                   THE OFFICIAL PARTNER OF KAPLAN INTERNATIONAL ENGLISH